09 Dec
სერვის ექსპერტი - ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების გუნდი
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

გადახდების განვითარების ლიგის, ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ძალიან საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვების პროდუქტს. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს/რეგულაციური/ტექნოლოგიური ამოცანები და  შეიტანო უდიდესი წვლილი ახალი იდეების გენერაციასა და პროდუქტის ეფექტურობის გაზრდაში.შენ იქნები:სერვის ექსპერტი რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული პროდუქტი.ვის ვეძებთ:თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი, რედიზაინი, ავტომატიზაცია,  პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა. გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, ან გაქვს სურვილი განვითარდე ამ კუთხით, ასევე კარგად იცნობ ბანკის საოპერაციო პროცესებს/პროდუქტებს, საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!შენ დაგევალება:ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და  ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი  საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის;არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, დეველოპმენტის გუნდისათვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და  მართვა;ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება;ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით   (Design thinking, Six Sigma);ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი საოპერაციო პროცესების/პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა;ამოცანის  დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის  ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება.გუნდთან და ყველა ჩართულ მხარესთან (სთეიქჰოლდერები) ერთად, უზრუნველყოფ  პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რათა გაიზარდოს პროდუქტის მომგებიანობა .ჩართული იქნები გუნდის კვარტალური დაგეგმარების პროცესში, რათა განსაზღვრო გადარიცხვების პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები და მისაღწევი შედეგები; აიღებ პასუხისმგებლობას ამოცანების შესრულების ხარისხსა და შესრულების ვადებზე.


Related jobs

Report job