იურისტი - კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
კორპორატიული სექტორის სამართლებრივი მხარდაჭერა დაკრედიტების პროცესში:კლიენტების დაკრედიტების პროცესში გარიგების ეფექტური სტრუქტურის შემუშავება და ბანკის საკრედიტო თუ მასთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ხელშეკრულებების კლიენტთან შეთანხმება;უფროსი იურისტის ჩართულობით და მითითებების შესაბამისად, ბანკის მიერ დასაფინანსებელი ტრანზაქციის სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადება, რომელიც მათ შორის მოიცავს ტრანზაქციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასებასა და მათი შემცირებისთვის/აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებებს;უფროსი იურისტის ჩართულობით და მითითებების შესაბამისად კორპორატიული კლიენტების არსებული ან/და პოტენციური სამართლერბივი დავის ანალიზი და მასთან დაკავშირებით, როგორც ბანკის ასევე კლიენტის სავარაუდო რისკების შეფასება და მათი შემცირებისთვის/აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა;კორპორატიული სექტორის სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევა. კორპორატიული სექტორის ყოველდღიური საქმიანობისთვის სტანდარტული გარიგებების და შიდა მოხმარების დოკუმენტების მომზადება, რაც მათ შორის მოიცავს:კორპორატიული კლიენტების მომსახურების მიზნით ახალი სტანდარტული პროდუქტების/მომსახურების დანერგვისას შესაბამისი განყოფილებების სამართლებრივი მხარდაჭერა;კორპორატიული სექტორის მიზნებიდან/გეგმებიდან გამომდინარე ახალი სტანდარტული გარიგებების დანერგვა, მაგ.: სინდიცირების ხელშეკრულებები, ფაქტორინგის ხელშეკრულება და სხვ.ბრძანებების/ინსტრუქციების/დებულებების დანერგვას, რომლითაც რეგულირდება კორპორატიული სექტორის კლიენტებთან გარიგებების გაფორმებისას სტანდარტულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი.კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის საფუძველზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში (წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ) საკრედიტო და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დაგროვილი შენიშვნებისა და ცვლილებების ანალიზის საფუძველზე ბანკში არსებული უნივერსალური საკრედიტო და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შეცვლილი ვერსიების შემუშავება, რაც შემდგომში სტანდარტულად გამოიყენება კორპორატიული კლიენტებისთვის;საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სტანდარტული ან/და არასტანდარტული ხელშეკრულების შაბლონების მომზადება, არსებული სტნადარტული ხელშეკურლებების ანალიზი, გაუმჯობესება. კორპორატიული სექტორის სამართლებრივი მხარდაჭერა სხვა ფინანსურ ინსტიტუებთან ურთიერთობისას კლიენტების თანადაფინანსების ან/და უზრუნველყოფის განაწილების პროცესში, რაც მოიცავს სინდიცირების ან/და უზრუნველყოფის განაწილების გარიგების ეფექტური სტრუქტურის შემუშავებას და სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან შეთანხმებას. კორპორატიული სექტორის სამართლებრივი მხარდაჭერა მათ შორის მარეგულირებლის მოთხოვნების ანალიზი, მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად საბანკო პროდუქტების/ხელშეკრულებების მოდიფიცირება ასევე, სტრატეგიული პროექტების დანერგვისას სრული სამართლებრივი მხარდაჭერა. კორპორატიული კლიენტების საოპერაციო მომსახურებისას სამართლებრივი მხარდაჭერა:კლიენტების მიერ საბანკო ანგარიშების გახსნისას ან/და მათი მართვისას წარმოდგენილი დოკუმენტების ბანკში არსებულ სტანდარტებტან წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, მათი სამართლებრივი ანალიზი, სამართლერბივი რისკის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა კლიენტის შეუფერხებელი მომსახურების მიზნით.