ექსპლოატაციის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
როლის მიმოხილვაექსპლოატაციის მენეჯერი პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების შეუფერხებელი ექსპლოატაციის უზრუნველყოფაზე, შესაბამისი მომსახურებების კოორდინაციასა და კონტრაქტების ეფექტურ მართვაზე.
როლი მოიცავს ექსპლოატაციასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვას, მონიტორინგს, კონტროლს და ოპტიმიზაციას, მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობას, ხარჯების ანალიზსა და ოპერაციული პროცესების უწყვეტ მხარდაჭერას.პოზიცია მოითხოვს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, შედეგზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება.ძირითადი პასუხისმგებლობებიოპერაციული და ექსპლოატაციის პროცესების მართვა ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების მხარდაჭერის უზრუნველყოფა შიდა რესურსებისა და მომსახურე კომპანიების გამოყენებით.
ექსპლოატაციის ჯგუფის მართვაში არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება, არსებული კონტრაქტების პირობების, ვადებისა და შესრულების კონტროლი.
არსებული კონტრაქტების ანალიზი, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
მომსახურე კომპანიებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი.ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა საკასო ტექნიკის მომსახურების კონტროლი და საჭირო სერვისებისა თუ ტექნიკის დროული უზრუნველყოფა.
სარეკლამო აბრების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანებების დაფიქსირება და რეაგირების ვადების კონტროლი.
ფილიალებსა და სათაო ოფისებში მცენარეების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი.
დაკეტილი და აქტიური ფილიალების აღრიცხვისა და შესაბამისი მონაცემების მართვა.ადმინისტრაციული და საკონტროლო ფუნქციები დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ატვირთვა და ვადების კონტროლი შესაბამის სისტემებში.
Jira-ს მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება.
კომუნალური ხარჯების ფაილების წარმოება, ანალიზი და კონტროლი.
ექსპლოატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემატური მართვა.