დისტანციური ბანკირების ჯგუფის უფროსი - ემიგრანტი კლიენტების მომსახურების მიმართულება
ძირითადი მოვალეობები:დისტანციური ბანკირების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და ეფექტიანი მართვა;გუნდის მიერ იპოთეკური სესხების, ანაბრებისა და სხვა საბანკო პროდუქტების კონსულტაციის, დამუშავებისა და გაყიდვების პროცესის მართვა და ხარისხის კონტროლი;გაყიდვების მიზნების, მომსახურების ხარისხისა და სხვა ბიზნეს KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა;არსებული მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების პროაქტიული შეთავაზებების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ეფექტიანობის გაუმჯობესება;ემიგრანტი მომხმარებლების დისტანციური მომსახურების პროცესის მართვა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;გუნდის მიერ მომხმარებელთა მოთხოვნების დროული, ეფექტური და სრულყოფილი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;გუნდის პორტფელის მართვა, განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობა;მომსახურების ხარისხის, მომხმარებლის კმაყოფილებისა და პროცესების ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;რისკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა გუნდის საქმიანობის ფარგლებში;სხვა ბიზნეს და მხარდამჭერ გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.