სამეურნეო ინფრასტრუქტურის ზედამხედველი - ლოგისტიკის განყოფილება
სამეურნეო ინფრასტრუქტურის ზედამხედველი პასუხისმგებელია შენობის ყველა საინჟინრო, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული სისტემის გამართულ, უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და ტექნიკური პერსონალის ეფექტიან კოორდინაციაზე.ლისის სათაო ოფისის ტექნიკური მხარდაჭერა მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსი გამოყენებით;შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. დასუფთავების კონტროლი;შენობის ყველა საინჟინრო სისტემის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაწყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების ტექნიკური ზედამხედველობა;ლიფტების, ესკალატორების და სხვა ვერტიკალური ტრანსპორტირების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (დეტექტორები, სპრინკლერები, სახანძრო პანელები) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;BMS (Building Management System) სისტემის მონიტორინგი და მართვა;სამუშაო გარემოში გამოვლენილი შეუსაბამობების დროული აღმოფხვრა და რეაგირება: წყლის გაჟონვა/დინება, ზედმეტი მტვერი, არასათანადო ტემპერატურული რეჟიმი.შესაბამისი პროგრამულ პლატფორმის (Jira) მეშვეობით დაფიქსირებული ტექნიკური საკითხების და მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება,კომუნალური ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი;კომპანიის მატერიალური აქტივებისა და ნივთების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა, მათი დაზიანების ან დაკარგვის პრევენცია.მოწვეული დღიური მუშების სამუშაო პროცესის სუპერვაიზინგი— დავალებების განაწილება, პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება;ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ფასთა კოტირების ჩატარება/დოკუმენტაციის დაარქივება.