მიმართულების ლიდერი - მონიტორინგის ცენტრი
მიმართულების ლიდერის მიზანია გუნდის ეფექტიანი მართვა, მონიტორინგის პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა, რისკების მართვა, თანამშრომლების განვითარება და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.ფუნქციები და მოვალეობები:გუნდის ფუნქციონალური გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;გუნდის საოპერაციო მართვა, სამუშაოს განაწილება და თანამშრომლების კოორდინირებული და მოტივირებული მუშაობის უზრუნველყოფა;გუნდის შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგებისა და ყოველკვარტალური პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;მონიტორინგის გეგმების შესრულებისა და მონიტორინგის შედეგების ხარისხის კონტროლი;არსებული პროცესების რისკიანობის შეფასება საოპერაციო რისკების გუნდთან კოორდინაციით, RCSA მეთოდოლოგიის შესაბამისად;RCSA-ისა და რისკების რეკომენდაციების საფუძველზე მონიტორინგის პროცედურების ფორმირება, განახლება და სრულყოფა;მონიტორინგის მეთოდოლოგიის, კონტროლებისა და პროცედურების გაუმჯობესების, ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციირება და კოორდინაცია;სამონიტორინგო შედეგების, ტენდენციების, სისტემური ხარვეზებისა და რისკების ანალიზი;ხშირად განმეორებადი შეცდომებისა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;მაღალრისკიანი პროცესებისა და ოპერაციების კონტროლის გაძლიერების მიზნით რეკომენდაციების, დამატებითი კონტროლებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;მნიშვნელოვანი და კრიტიკული შემთხვევების დროული ესკალაცია შესაბამის მიმართულებებთან;მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება, მათი გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია;მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესებისა და რისკების შემცირების ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;თანამშრომელთა შეფასება, ქოუჩინგი, ცოდნის გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა;შიდა რეგულაციების, პროცედურებისა და ინსტრუქციების განახლების ინიციირება;დივიზიების, მიმართულებების, რისკების მართვის, შესაბამისობისა, აუდიტის და სხვა მიმართულებების  გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა;გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული KPI-ების შესაბამისად;მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ლეგიტიმური დავალებების შესრულება.