16 Oct
არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

პოზიცია პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, ბექ ოფისების, საკასო ცენტრების, სამუშაო სივრცეების, საწყობებისა და სხვა ობიექტების არქიტექტურულ დაგეგმვაზე, პროექტირებაზე, სარემონტო-სამშენებლო პროექტების კოორდინაციასა და ბანკის ერთიანი არქიტექტურული სტანდარტების დაცვაზე.როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.ძირითადი პასუხისმგებლობები:არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება ახალი ფილიალების, ბექ ოფისების, სამუშაო სივრცეების, საკასო ცენტრების, საწყობებისა და სხვა ობიექტების სივრცის ანალიზი და პროექტირება; არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება; ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, სარეკლამო აბრებისა და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება; ბანკის არქიტექტურულ, ფუნქციურ და ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.პროექტების მართვა და კოორდინაცია პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების, IT და სხვა ფუნქციურ გუნდებთან; გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება; სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი; პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი; პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არქიტექტურული, ვიზუალური და ბრენდული სტანდარტების მონიტორინგი; ავეჯის, სარეკლამო ელემენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი; შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;  შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;  საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.პროცესების განვითარება ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება; თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.


Related jobs

Report job