10 Nov
პროექტების მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

პროექტების მენეჯერი უზრუნველყოფს ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, სათაო ოფისებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და განხორციელებას. პასუხისმგებელია პროექტის ვადების, ბიუჯეტის, ხარისხის, რესურსების, კომუნიკაციისა და შედეგების ეფექტიან მართვაზე. მართავს მისთვის მინიჭებულ სამშენებლო, სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს სრულ სასიცოცხლო ციკლში;ამზადებს და აწარმოებს პროექტების დეტალურ გეგმა-გრაფიკებს (Project Schedule);განსაზღვრავს პროექტის ძირითად ეტაპებს (Milestones) და აკონტროლებს მათ შესრულებას;ახორციელებს პროექტების ვადების, რესურსებისა და პროგრესის მუდმივ მონიტორინგს;კოორდინაციას უწევს პროექტში ჩართულ შიდა და გარე მხარეებს, მათ შორის ბიზნეს ერთეულებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მომწოდებლებსა და კონტრაქტორებს;ორგანიზებას უწევს საპროექტო შეხვედრებს და აკონტროლებს შეთანხმებული დავალებების შესრულებას;ამზადებს პროექტების სტატუს-ანგარიშებს, პროგრესის მიმოხილვებს და რისკების ანგარიშგებას;უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის, შეთანხმებებისა და ცვლილებების რეესტრის წარმოებას;მონაწილეობს პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგში;ახორციელებს პროექტთან დაკავშირებული რისკების, პრობლემებისა და შეფერხებების იდენტიფიცირებას, ესკალაციასა და მართვას;აკონტროლებს პროექტის შესაბამისობას დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ვადებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან;მონაწილეობს სატენდერო და შესყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;უზრუნველყოფს პროექტების მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში გადაცემის პროცესების ორგანიზებას;ამზადებს და წარადგენს ინფორმაციას ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.


Related jobs

Report job