რისკების მართვის უფროსი მენეჯერი
რას გააკეთებ:შენი პასუხიმგებლობა იქნება პორტფელური რისკ პარამეტრების ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი, სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების ბიუჯეტირება და მართვა, სტრეს ტესტებისა და რისკის გაზომვის მოდელების დამუშავება, სხვადასხვა ფაქტორების რეგულარული ანალიზი სარისკო გარემოებების დროულად გამოვლენის მიზნით;იმუშავებ Agile გუნდებთან საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, საკრედიტო რისკების ანალიზისა და მართვის მიზნით;წაუძღები საკრედიტო პორტფელის მართვისა და ანალიზის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების სისტემურ დახვეწასა და სიახლეების დანერგვას, დაკრედიტების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების პროცესს;პასუხისმგებელი იქნები დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კონტროლსა და ანალიზზე;უზრუნველყოფ განხილვების და პრეზენტაციების მომზადებას გარე და შიდა მომხმარებლისათვის ინგლისურ ენაზე;მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო პროდუქტების, მეთოდოლოგიების, პოლიტიკებისა და პროცედურებისა შექმნასა და დახვეწაში;