RBB/თვითდასაქმებულთა სეგმენტი - დელეგირებების და პროცედურების მართვის მენეჯერი
თიბისის, საცალო საბანკო დაკრედიტების და ოპერაციების დირექტორიატში,  საცალო საბანკო ბიზნესის (RBB) მიმართულებით ვეძებთ -  დელეგირებების და პროცედურების მართვის მენეჯერსმოვალეობები:საცალო საბანკო მიმართულებით დელეგირებების (decision-making authority) სტრუქტურის განვითარება, რეგულარული განახლება და ადეკვატურობის მონიტორინგი;გადაწყვეტილების მიღების დონეების გადანაწილების პრინციპების განსაზღვრა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;ბიზნეს პროცესების, ინსტრუქციებისა და პროცედურების რეგულარული გადახედვა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება;დელეგირების, უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მინიმიზაცია;დოკუმენტაციის, შიდა რეგულაციების და პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საბანკო პოლიტიკებთან და რეგულაციებთან;ცვლილებების მართვის პროცესის კოორდინაცია — ახალი დელეგირებებისა და პროცედურების დანერგვისას;თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ბიზნეს და მხარდაჭერის ერთეულებთან, მათ შორის იურიდიულ, რისკების, ოპერაციულ და საკრედიტო მიმართულებებთან;რეგულარული ანგარიშგება და პროცესების მონიტორინგის შედეგების მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.