სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი (ნოთიფიკაციებს გუნდი/ MSME)
თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების (Direct Communications) ცოდნის ცენტრში,ვეძებთ პროდუქტის კამპანიების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება MSME მიმართულების მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაზე.შენი იქნები ნოტიფიკაციების გუნდის წევრი, სადაც ისწავლი კომუნიკაციების ტექნიკურად მომზადებას, დაგეგმვას, აღსრულებას და ანალიტიკას. ამავდროულად ინტენსიურად იმუშავებ ბიზნესის მიმართულებასთან (MSME) , გაეცნობი მათი პროდუქტებს, მიზნებს და საჭიროებებს. როგორც პროდუქტის კამპანიების მენეჯერი ჩაერთვები მათ ყოველდღიურობაში, მიაწოდებ შენს დაკვირვებებს და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვით დაეხმარები მიზნების მიღწევაში.ვის ვეძებთ: ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დეტალებზე ფოკუსირება და კომპლექსური დავალების ეფექტურად მართვასასურველია MSME მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - როგორც ფილიალში პროდუქტების შეთავაზების, ასევე ეჯაილ გუნდებში პროდუქტის განვითარების მიმართულებითმონაცემთა ბაზებთან, ექსელის ბაზებთან და PowerBI დეშბორდებთან მუშაობის გამოცდილებამნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის, გადმოცემის და პრეზენტირების უნარებიარ უნდა გაშინებდეს სიახლეები და ცვლილებები. შეგიძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, გაანალიზება. არ გაშინებს ახალი სამუშაო პროგრამების ათვისება და სამუშაო პროცესების გადართვა.რას გააკეთებ: ნოტიფიკაციის გუნდთან ერთად ჩართული იქნები კამპანიების მართვის პროცესში და პასუხისმგებელი იქნები მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციების მრთვაზე.ისწავლი მასიური კომუნიკაციებისთვის ისეთი არხების გამოყენებას, როგორიც არის SMS, Push, Email, PopUpჩაერთვები კომუნიკაციების ეფექტურობის გაანალიზებაში. ინტენსიურად იმუშავებ MSME მიმართულებასთან ერთად და დაამუშვებთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციების ხარისხის გაუმჯობესება და ოპტიმიზაციაიმუშავებ ბაზებთან. ისწავლი სამიზნე სეგმენტების „გამოჭრას“ , ოპტიმიზაციას, ბაზების ფილტრაციას, ლოგიკების გადადებას და კამპანიების ატვირთვას.გექნება საშუალება იმუშავო და ისწავლო SAS, SQL, PoweBI ის გამოყენებაგექნება შეხება გუნდის სტეიკჰოლდერებთან. ნახავ როგორ მუშაობს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები და ნახავ როგორ გამოიყენება კამპანიები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.