სტაჟიორი - სასწავლო ცენტრი, სწავლების ტრანსფორმაციის გუნდი
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ქმნის თანამედროვე ციფრულ სასწავლო გამოცდილებებს თანამშრომლების განვითარებისთვის. გუნდი აქტიურად  იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს სასწავლო კონტენტის, ვიდეოკურსებისა და ინტერაქტიული სასწავლო მასალების შესაქმნელად, რათა სწავლის პროცესი უფრო ეფექტური, საინტერესო და ხელმისაწვდომი იყოს. შენ, როგორც სტაჟიორი:AI ინსტრუმენტების გამოყენებით დააგენერირებ ვიდეო ფრაგმენტებსა და ვიზუალურ მასალებს  Microsoft Clipchamp-ში ააწყობ და დაამონტაჟებ სასწავლო ვიდეოებს  მოამზადებ კურსებს LMS პლატფორმაზე განსათავსებლად  ჩაერთვები სასწავლო კონტენტის შექმნისა და განახლების პროცესში  შეისწავლი და დანერგავ ახალ AI ინსტრუმენტებს სასწავლო მიზნებისთვის.