10 Sep
სტაჟიორი - საოპერაციო ბანკინგისა და პროცესების მართვის განყოფილება
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულებების მონაცემების დამუშავებაზე, შედეგების მონიტორინგსა და პროგნოზირებაზე ზრუნავს. მონაწილეობას მიიღებ რეპორტების მომზადებაში და აქტიურად ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტებისა და ბიზნესის მიმართულებებთან, რათა შესაბამის მხარეებს დროულად მიაწოდო ზუსტი ინფორმაცია და ხელი შეუწყო ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას. შენ, როგორც სტაჟიორი: მოამზადებ და განაახლებ საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულების რეპორტებს; დაამუშავებ და გააერთიანებ სხვადასხვა გუნდისგან მიღებულ მონაცემებს; გადაამოწმებ ინფორმაციის სიზუსტეს და გამოავლენ არასრულ ან შეუსაბამო მონაცემებს; ჩაერთვები სახელფასო, სადაზღვევო და სხვა პროდუქტების გეგმა-ფაქტის შედეგების მონიტორინგში; მონაწილეობას მიიღებ პროდუქტების პროგნოზებისა და ფაიფლაინების განახლებაში; მოამზადებ ინფორმაციას პრეზენტაციებისა და მენეჯერული მასალებისთვის; ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტების, რეპორტინგისა და ბიზნესის გუნდებთან და დაეხმარები მათ ინფორმაციის გაზიარებაში. 


Related jobs

Report job