ინჟინერი - ლოგისტიკის განყოფილება
ბანკის ქსელის (ახალი და არსებული ფილიალების, საოფისე და სასაწყობე შენობა-ნაგებობების) განვითარება, მიმდინარე და კონცეფტუალური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა წარმოება ტექნიკური, გადაწყვეტილებების მიღება და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო პროცესის წარმოება, მონიტორინგი.ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: ტექნიკური დავალების მიღება ჯგუფის უფროსისგან და ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საკითხის და დეტალის მასთან შეთანხმება, კერძოდ :არსებული ფილიალების გადაკეთება რემონტი;ბანკის მასშტაბით სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა;სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გამოთვლა;სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების განყოფილებაზე გადაცემა;ტენდერის შედეგების გადამოწმება (ექსელის ცხრილების შემოწმება ფორმულებზე, მასალების და სამუშაოების ფასების გადამოწმება რეალურ საბაზრო ფასებთან);საინჟინრო შეფასების მომზადებატენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამუშაოები დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების თარიღების დაგეგმვა;საწყობიდან მასალების მიწოდების დაგეგმვა;ბანკის ექსპლოატაციის ჯგუფთან კოორდინაციული მუშაობა;უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაცია სამუშაოების წარმოებაზე;ბანკის IT სამსახურთან კოორდინაციული მუშაობა ;ავეჯის მწარმოებელთან ობიექტზე შესვლის ვადების კოორდინაცია ;სამუშაოთა დაგეგმილი ვადების კონტროლი;სამშენებლო-სარემონტო პროცესის მონიტორინგი;კომპანიის მხრიდან ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტების (ფორმა #2) შემოწმება როგორც შუალედური ასევე საბოლოო, შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობების გადათვლა;პრექტების, ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების  ფაილინგი (ელექტრონული);დასრულებული ობიექტების გადაბარება ექსპლუატაციის ჯგუფზე (კერძოდ ადგილზე ექსპლოატაციის მენეჯერთან ერთად ვიზიტი, ტექნიკური საკითხების და საერთო ვიზუალური  სიტუაციის მონიტორინგი)ახალი ფილიალების გახსნა (სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები):პროექტის არქიტექტორთან კოორდინაციაში ყველა საპროექტო ნაწილის (არქიტექტურა, ელექტროობა, ვენტილაცია, გათბობა, გაგრილება,) ერთმანეთთან თავსებადობაში მოყვანა;მომზადებული საპროექტო მონაცემების წინასწარი განხილვა პროექტანტებთან;ანგარიშსწორებაზე წარდგენა;საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადაცემა თელასზე, დასუფთავების სამსახურზე, წყალ-კანალზე, ყაზტრანსგაზზე, შესაბამისი კომუნიკაციების შესყიდვისა და აბონენტად დარეგისტრირებისათვის;შესაბამისი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტის კონტროლი, მართვა და სასურველ ვადებში დასრულება, რაც მოიცავს ყველა ჩართულ მხარესთან კომუნიკაციას, შეფერხებების დროულ დაიდენტიფიცირებას და ესკალაციას და ყველა სხვა საჭირო აქტივობას, რაც უზრუნველყოფს პროექტის შესაბამის ვადაში დასრულებას;ყველა შესაბამისი ინსტრუქციის ცოდნა, კონტროლი და დაცვა;საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სამსახურების მიერ დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის პროექტებში ჩართულობა.