თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი
თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი პასუხისმგებელია თანამშრომლის გამოცდილების სისტემურ გაუმჯობესებაზე, რომელიც ორგანიზაციაში შემოსვლიდან იწყება და მოიცავს სრულ ციკლს თანამშრომლის გასვლამდე (exit).როლის მთავარი მიზანია, თანამშრომლების უკუკავშირების, სხვადასხვა არხებიდან შეგროვევებული მონაცემებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინოს ძირითადი ტკივილები, შეამციროს ორგანიზაციული ხარვეზები და შექმნას უფრო მარტივი, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის თანამშრომლის გამოცდილება.სამუშაო პასუხისმგებლობებითანამშრომლის გამოცდილების დიზაინითანამშრომლის ძირითადი journey-ებისა და ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი მომენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმჯობესება.ონბორდინგის, ოფბორდინგის, შიდა გადაადგილების, დაწინაურების, აღიარების (recognition) და სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილებების დიზაინი და სტანდარტიზაცია.არსებული პროცესების შეფასება თანამშრომლის პერსპექტივიდან და გაუმჯობესების ინიციატივების მართვა.თანამშრომლის ხმაeNPS-ის, ჩართულობისა და პულსის კვლევების, ფოკუს ჯგუფების, HRBP-ების უკუკავშირისა და სხვა არხებიდან შემოსული უკუკავშირის მართვა, ანალიზი და ქმედებებში ასახვა. ქმედებების შესრულების მონიტორინგი.მიღებული insight-ების  ანალიზი, ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედებების დაგეგმვა და მართვა, სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი.თანამშრომლის ტკივილების შემცირებაიმ პროცესებისა და პრაქტიკების გამოვლენა, რომლებიც თანამშრომლებს ეფექტიან მუშაობას ურთულებს.HR, IT, Operations, Facilities და სხვა ფუნქციებთან დაკავშირებული ტკივილების აღმოჩენა  მათი კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან, გადაჭრაზე მუშაობა და შესრულების მონიტორინგიგანხორციელებული ცვლილებების ეფექტის გაზომვა თანამშრომლის გამოცდილების ჭრილში.კროს-ფუნქციური კოლაბორაციაHRBP-ებთან, ბიზნესის ლიდერებთან, შიდა კომუნიკაციებთან, IT-სთან, Facilities-თან და სხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.Employee Experience-ის საერთო სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში.სხვადასხვა ფუნქციის მიერ დაგეგმილი, თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივების შეფასება თანამშრომლის გამოცდილების პერსპექტივიდან.რეპორტინგი და ანალიტიკაანგარიშგება მენეჯმენტისთვის: ძირითადი თემები, სტატუსი, რისკები - რეგულარული ანგარიშები ადამიანური კაპიტალის დირექტორისა და მენეჯმენტისთვის.რეპორტინგი სტეიკჰოლდერებისთვის: ინსაიტების მიწოდება და მათი სამოქმედო გეგმების პროგრესის მონიტორინგი.კომუნიკაცია თანამშრომლებთან: შედეგების გაზიარება, რათა თანამშრომლებმა დაინახონ, რომ მათი ხმა რეალურ ცვლილებას იწვევს.დამატებითი პასუხისმგებლობებიკონფიდენციალურობა: თანამშრომელთა უკუკავშირის ანონიმურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.პროცესების გამარტივება: შიდა და HR პროცესებში ზედმეტი სირთულის გამოვლენა და გამარტივების ინიცირება.საუკეთესო პრაქტიკა: Employee Experience-ის სფეროს ტენდენციების მონიტორინგი და მოსმენის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება.