ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის, პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის მენეჯერი
თიბისი ბანკის  ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. ბიზნეს ამოცანა მოიცავს:ადამიანური კაპიტალის ოპერაციების მენეჯმენტი;ბანკში არსებული ან/და შესამუშავებელი პოლიტიკა და პროცედურების მართვა, არსებულის განახლება, შესაბამისი კონსულტაციები როგორც შიგნით, ასევე გარე პირებთან;თანამშრომელთა შესახებ ოპერაციების შესრულება და მართვა, რაც მოიცავს თანამშრომლის აყვანას, როტაციას, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, გათავისუფლებას და ყველა თანმდევი საჭირო პროცესის შესრულებას;თანამშრომელთა დისციპლინარული, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვადასხვა პოლიტიკების/პროცესების შესრულება და მართვა;ბანკში არსებული ანაზღაურების, ბენეფიტების და პოზიციების კლასიფიკაციის სისტემების მართვა, პოზიციების შეფასების პროცესის განხორციელება;ბენეფიტების მართვა - სხვადასხვა ტიპის დაზღვევის, მხარდაჭერის პროგრამების მართვა, განახლება და ცვლილებების ინიცირება;წლიური თუ სხვა რეპორტების მომზადება ინგლისურ და ქართულ ენაზე;ბანკის ძირითადი პროგრამის (payroll core system) დანერგვის პროცესში ტესტირება და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;ანალიტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარება ადამიანური კაპიტალის მიმართულებით;უშუალო ხელმძღვანელის, მენეჯმენტის დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;საჭიროების შემთხვევაში ბანკის ანაზღაურების ცვლილებების, ბონუსების კალკულაციის პროცესის მართვა და ანგარიშგება.