03 Nov
არარეზიდენტი სტუდენტების მომსახურების მენეჯერი - ნახევარი განაკვეთი
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

გახდი თიბისის წარმომადგენელი უნივერსიტეტშიიმუშავე კონკრეტულ უნივერსიტეტში, თიბისისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში და დაეხმარე არარეზიდენტ სტუდენტებს საბანკო მომსახურების მიღებაში - პირველი კომუნიკაციიდან სრულ ონბორდინგამდე.შენი მთავარი როლი:არარეზიდენტ სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაცნობა და თიბისის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;პოტენციური კლიენტების მოზიდვა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება;საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;სტუდენტების სისტემებსა და ციფრულ არხებში რეგისტრაციისა და სრული ონბორდინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბანკო ანგარიშისა და ბარათის შეკვეთის პროცესში დახმარება;კლიენტების მონაცემების განახლება, საჭირო საკითხების შესაბამის გუნდებთან ესკალაცია და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა რას გთავაზობთ?კარიერული განვითარების შესაძლებლობას;საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს, „თიბისელების“ ფონდსა და სხვა ბენეფიტებს;მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ გინდა იმუშაო დინამიკურ და მრავალეროვან გარემოში, ყოველდღიურად შეხვდე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და მიიღო გამოცდილება, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება - შემოგვიერთდი თიბისის გუნდში.


Related jobs

Report job