პროდუქტის ოპერაციების მენეჯერი-არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი
დეპოზიტის ოპერაციების დამუშავებასა და მონიტორინგზე;დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადებასა და სახელშეკრულებო გამონაკლისების კოორდინაციაზე;დეპოზიტის ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფასა და დოკუმენტირებაზე;სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირებაზე;დეპოზიტის დოკუმენტაციის მართვასა და შესაბამისობის მონიტორინგზე;დეპოზიტის ოპერაციების დამუშავება და მონიტორინგიდამტკიცებული Pricing-ის ოქმის ან სხვა უფლებამოსილი გადაწყვეტილების საფუძველზე B6-სა და/ან Jira-ში დეპოზიტის რეგისტრაციის, შეწყვეტისა და გამოსყიდვის ოპერაციების შესრულება;ოპერაციის დამუშავებამდე კლიენტისა და ტრანზაქციის ძირითადი მონაცემების გადამოწმება, მათ შორის თანხის, ვალუტის, საპროცენტო განაკვეთის, ვადის, დასრულების თარიღისა და სხვა დამტკიცებული პირობების;ოპერაციის შესრულებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების, თანხმობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისა და სისრულის შემოწმება;მიღებული მოთხოვნების შესრულების სტატუსისა და ვადების მონიტორინგი, ასევე გამოვლენილი შეუსაბამობების, არასრული ინფორმაციისა და პროცესის შეფერხებების დროული ესკალაცია.დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადება და სახელშეკრულებო გამონაკლისების კოორდინაციადამტკიცებული შაბლონებისა და დადასტურებული პირობების საფუძველზე დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადება;ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და დამტკიცებულ Pricing-ის პირობებთან შესაბამისობის გადამოწმება;არასტანდარტული პირობებისა და სახელშეკრულებო გამონაკლისების იდენტიფიცირება და მათი განხილვის კოორდინაცია იურიდიულ და საოპერაციო რისკების ფუნქციებთან;უფლებამოსილი მხარეების მიერ შეთანხმებული კომენტარებისა და ცვლილებების ხელშეკრულებაში ასახვა, შესაბამისი თანხმობებისა და შეთანხმების დამადასტურებელი მასალების შენახვა.დეპოზიტის ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა და დოკუმენტირებახელშეკრულების ტიპისა და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმოწერის პროცესის ორგანიზება Signify-ის, სველი ხელმოწერის ან უფლებამოსილი პირების მიერ ელფოსტით დადასტურების გზით;ხელმოსაწერად ხელშეკრულების საბოლოო, შეთანხმებული და დამტკიცებული ვერსიის წარდგენა;ხელშეკრულების ყველა შესაბამისი მხარის მიერ სრულად და სათანადო ფორმით ხელმოწერის უზრუნველყოფა;ხელმოწერის პროცესის სტატუსის მონიტორინგი და დაუსრულებელი ან დაგვიანებული ხელმოწერების შემთხვევაში შესაბამის მხარეებთან დროული კომუნიკაცია;სრულად ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და ხელმოწერის დამადასტურებელი მასალების შესაბამის სისტემაში ან ელექტრონულ საცავში განთავსება.სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირებაზე;დამტკიცებული ინფორმაციის, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და მოქმედი შაბლონების საფუძველზე სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;დასამტკიცებლად წარდგენამდე წერილში მითითებული კლიენტის მონაცემების, დეპოზიტის პირობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება;ოფიციალური წერილის შესაბამის უფლებამოსილ პირებთან განხილვის, შეთანხმებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;შეთანხმებული და ხელმოწერილი წერილის საბოლოო ვერსიის შესაბამის სისტემაში ან ელექტრონულ საცავში განთავსება და დადგენილი წესით შენახვა.დეპოზიტის დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისობის კონტროლიPricing-ის გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, სახელშეკრულებო გამონაკლისებზე მიღებული თანხმობების, სისტემური მოთხოვნების, ხელმოწერის დამადასტურებელი მასალებისა და ოფიციალური კორესპონდენციის სრული და მოწესრიგებული ჩანაწერების წარმოება;დამტკიცებულ პირობებს, ხელშეკრულებაში ასახულ ინფორმაციასა და შესაბამის სისტემებში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის შესაბამისობის გადამოწმება;დეპოზიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებისა და შენახვისას შიდა პროცედურების, კონფიდენციალურობისა და დოკუმენტების მართვის მოთხოვნების დაცვა;გამოვლენილი არსებითი შეცდომების, მონაცემთა შეუსაბამობების, ურთიერთგამომრიცხავი მითითებების, არასრული ან დაკარგული თანხმობებისა და შესაძლო საოპერაციო ან სამართლებრივი რისკების დროული ესკალაცია.