16 Jul
შეფასების ავტორიზების მენეჯერი
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

პოზიციის მიზანი:უზრუნველყოს კონტრაქტორი საშემფასებლო კომპანიების მიერ მომზადებული შეფასების დასკვნების ხარისხის კონტროლი, შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS) და ეროვნული ბანკის რეგულაციასთან შესაბამისობა, შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობა, ასევე შეფასებების რევიზიის პროცესის ეფექტიანი მართვა და SLA-ების შესრულების კონტროლი. სამუშაოს აღწერილობა:კონტრაქტორი საშემფასებლო კომპანიების მიერ მომზადებული შეფასების დასკვნების რევიზიისა და ავტორიზაციის განხორციელება. შეფასების დასკვნების შესაბამისობის შემოწმება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS), ეროვნული ბანკის რეგულაციასთან და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან. კლასიფიცირება და კორექტირების მიზნით საშემფასებლო კომპანიებისთვის უკუკავშირის მიწოდება.ავტორიზაციის პროცესის SLA-ების შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა.შეფასებების ხარისხის მონიტორინგი, განმეორებადი ხარვეზების ანალიზი და მათი შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.არასტანდარტული და კომპლექსური შეფასებების განხილვაში მონაწილეობა. საჭიროების შემთხვევაში საშემფასებლო კომპანიებთან, ბანკის ბიზნეს და რისკის ერთეულებთან პროფესიული კომუნიკაციის წარმართვა შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.შეფასების პროცესის, მეთოდოლოგიისა და სისტემური ფუნქციონალის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.


Related jobs

Report job