სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი
წარმოდგენილი  სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)    (საპროექტო ნახაზები, გეოლოგია, ხარჯთაღრიცხვა, სამშენებლო გეგმა-გრაფიკი და სანებართვო ნაწილი) საფუძვლიანი შესწავლა;წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობიექტზე არსებული მდგომარებით და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სამუშაოთა მოცულობების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ერთეულის ფასების შესწავლა, მათი საბაზრო ფასებთან შედარება;წარმოდგენილი სამშენებლო გეგმა-გრაფიკის შესწავლა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური ვადების განსაზღვრა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების იდენტიფიცირება და მათი მოცულობის, ხარჯის და ვადის განსაზღვრა;კლიენტის/სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა-დანადგარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით სამუშაოების დაწყებამდე, ყველა საჭირო ნებართვისა თუ დოკუმენტაციის არსებობის შემოწმება;მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და გაზიარება ბანკის შესაბამის  განყოფილებებთან ან/და  თანამშრომლებთან;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით  სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებზე რეკომენდაციების მოძიება და ტექნოლოგიური და სამშენებლო რისკების შეფასება;კლიენტის მხრიდან შესრულებული სამუშაოების შესახებ  მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ფაქტიურ მდგომარეობასთან მიმართებაში;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა საპროექტო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;პროექტის მიმდინარეობისას, დარღვევების შემთხვევაში -  შესაბამისი დასაბუთების, არგუმენტების და დოკუმენტაციის საფუძველზე, დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)  სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკურ (როგორც დაგეგმილი, ასევე მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება) და ფინანსური  მონიტორინგის წარმოება;ობიექტზე ვიზიტის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანგარიშგების ფორმების (მონიტორინგის ანგარიში/დასკვნა ) შევსება და შესაბამის  განყოფილებებზე გადაცემა;შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა-2-ები, ინვოისები, ლაბორატორიული დასკვნები და სხვა) მიღება კლიენტისგან, გაცნობა, შენახვა და პასუხისმგებელ პირებსა და განყოფილებებზე გადაცემა/გაზიარება;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)   სამუშაოების ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)    სამშენებლო პროექტის  დასრულების ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვის არსებობის  გადამოწმება და  პროექტის დასრულებაზე დასკვნის მომზადება;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)     პროექტის მიმდინარეობის მართვა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების კონტროლი და მისი გავლენის შეფასება მშენებლობის სამომავლო დანახარჯებსა და პროექტის  დასრულებაზე;პროექტთან დაკავშირებული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.