11 Nov
ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი/გაყიდვები
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

როლის მიმოხილვაბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი პასუხისმგებელია საჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ ბიზნეს კლიენტებთან ოპერატიულ კომუნიკაციაზე, მათი დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაციასა და საბანკო პროდუქტების აქტიურ გაყიდვაზე. როლი ორიენტირებულია ახალი კლიენტების მოზიდვაზე, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებასა და ბანკის გაყიდვების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული გეგმების შესრულებაზე.ძირითადი პასუხისმგებლობებისაჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;სატელეფონო არხით ბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;ახალი ბიზნეს კლიენტების დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაცია (ტელეფონისა და ბანკის ციფრული არხების გამოყენებით);კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;საბანკო პროდუქტების დისტანციური გაყიდვა და დამატებითი პროდუქტების (Cross-sell) შეთავაზება;ახალი კლიენტების აქტივაციისა და პირველადი საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა;გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვა და CRM სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა;ბანკის სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;გაყიდვების პროცესში ბანკის შიდა პოლიტიკის, რეგულაციებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.


Related jobs

Report job