12 Nov
სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობა
Georgia, თბილისი 00000 თბილისი USA

თიბისის,  საცალო დაკრედიტების ლიგაში, საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობის გუნდში ვეძებთ -  სერვის ექსპერტს !შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია საცალო სასესხო პროდუქტების ფასდადების პროცესის მართვაში, ინდივიდუალური სასესხო შეთავაზებების შეფასებასა და ბანკის სასესხო პორტფელის მომგებიანობის გაუმჯობესებაში.გექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებებში, იმუშაო ფინანსურ და კომერციულ მონაცემებზე და წვლილი შეიტანო ბანკის ფასდადების სტრატეგიის განვითარებაში.ვის ვეძებთ:ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების, ფინანსური მონაცემების გააზრებისა და ბიზნესპროცესების შეფასების უნარის მქონე ადამიანს.გაინტერესებდეს ფინანსური ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;შეგეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა;გქონდეს პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზების უნარი;შეგეძლოს სხვადასხვა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;დაინტერესებული იყო სასესხო პროდუქტების, მათი ფასდადებითა და მომგებიანობით.შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:საცალო სასესხო პროდუქტებზე ინდივიდუალური ფასდადების მოთხოვნების განხილვა და შეფასება;სასესხო შეთავაზებების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;ფასდადების გადაწყვეტილებების მომზადება ბანკის მომგებიანობისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;ფასდადების გამონაკლისებისა და დელეგირების პროცესის მართვაში მონაწილეობა;ფასდადების ლიმიტების (Envelopes) გამოყენებისა და ეფექტიანობის მონიტორინგი;კონკურენტული გარემოსა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების ანალიზი;ანალიტიკური ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;ფასდადების პროცესებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში მონაწილეობა.


Related jobs

Report job