კლიენტებთან ურთიერთობის უფროსი ბანკირი - WM-ის არარეზიდენტი კლიენტების მომსახურების განყოფილება
პოზიციის მიმოხილვაკლიენტებთან ურთიერთობის უფროსი ბანკირი პასუხისმგებელია დაგროვილი კაპიტალის მართვის კლიენტების ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე — მათთვის მორგებული საინვესტიციო, საკრედიტო და საბანკო სერვისების შეთავაზების გზით.პოზიცია მოიცავს კლიენტების პორტფელის მართვას, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და აქტივების მოცულობის (AUM) ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. კონფიდენციალურობის დაცვა კლიენტის მონაცემებთან მუშაობისას.მთავარი ფუნქციებიკლიენტებთან ურთიერთობის მართვა:იმოქმედოს როგორც WM კლიენტების ძირითადი საკონტაქტო პირი.განავითაროს და შეინარჩუნოს გრძელვადიანი ურთიერთობები კლიენტების ფინანსური მიზნების საფუძვლიანად გაცნობითა და ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებების მიწოდებით.რეგულარულად განახორციელოს კლიენტის პორტფელის გადახედვა და წარადგინოს პროაქტიული საბანკო და საინვესტიციო შეთავაზებები მისთვის. ბაზრის/კონკურენტი ბანკების, ფინანსური პროდუქტების  რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზი და შესაბამისად ახალი პროდუქტების და მომსახურებების დანერგვის დაინიცირება.კლიენტის onboarding პროცესის კოორდინაცია, კლიენტის შესახებ არსებული ყველა მონაცემის თავმოყრა და დამუშავება.გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი შიდა რეგულაციური წესების დაცვა.პერსონალიზებული ფინანსური გეგმის შექმნა და განხორციელება რეფერალურ აგენტებთან, EAM-სა და საოჯახო ოფისებთან ერთად.ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა.გუნდური თანამშრომლობა:გაუწიოს მხარდაჭერა ახალბედა თანამშრომლებს და ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას გუნდში; (მენტორი)მჭიდროდ ითანამშრომლოს ბანკის შიდა დეპარატამენტებტან კლიენტებისთვის მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისთვის, მათ შორის: ფინანსები, იურიდიული და შესაბამისობის გუნდები.თანამშრომლობა ბანკის გარე მიმართულებებთან კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. მათ შორის:  თიბისი კაპიტალი, აქტივების მართვის კომპანია, თიბისი დაზღვევა, თიბისი ლიზინგი და სხვა.შესაბამისობა და რისკების მართვა:AML/KYC რეგულაციების შესაბამისად კლიენტის ინფორმაციის და დოკუმენტაციის სრულყოფილი მართვა.გამოწვევებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა.შესაბამისობის (compliance), და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) გუნდებთან მჭიდრო ურთიერთობა.ბანკის შიდა პოლიტიკების, საკანონმდებლო რეგულაციების, პროცესების და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დაცვა.