პროდუქტის მფლობელი - უზრუნველყოფილი სესხების მიმართულება
თიბისის, საცალო დაკრედიტების ლიგში ვეძებთ უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის მფლობელს!პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნები უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის სტრატეგიულ განვითარებაზე, პორტფელის ზრდასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო შეთავაზებების შექმნაზე. ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს, ტექნოლოგიურ და მხარდამჭერ გუნდებთან, რათა უზრუნველყო მიმართულების მდგრადი ზრდა, მაღალი ეფექტიანობა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება.რას გააკეთებმართავ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პროდუქტს და განსაზღვრავ მისი განვითარების სტრატეგიას;განსაზღვრავ და განახორციელებ პორტფელის ზრდისა და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესების ინიციატივებს;გაანალიზებ პორტფელის შედეგებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს და გამოავლენ განვითარების შესაძლებლობებს;იზრუნებ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და პროდუქტის მუდმივ განვითარებაზე;ითანამშრომლებ ბიზნეს, ტექნოლოგიურ და სხვა შიდა გუნდებთან ახალი შესაძლებლობებისა და პროცესების განვითარების მიზნით;უზრუნველყოფ პროდუქტული ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობას და მათ ეფექტიან განხორციელებას.